
A.C. Milan Football Formation
Lineup (4-3-3)
abbiati · t.silva · mexes · taiwo · abate · montolivo · fabregas · ganso · cassano · pato · ibrahimovicჩემი მილანი 4-3-3 ფორმაციით ითამაშებდა.
მეკარის პოზიციას არ შევეხებოდი რადგან აბიატიმ გასულ სეზონში დაამტკიცა რომ ტოპ კლასის მეკარეა. სათადარიგოთა სკამზე ამელიასა და ფლავიო რომას დავტოვებდი.
რაც შეეხება დაცვას ტიაგო-მექსეს წყვილს ცენტრში დავაყენებდი. საჭიროების შემთხვევაში ნესტა-იეპესი მათ ღირსეულად შეცვლიდნენ.დაცვის ფლანგებზე ტაივოსა და აბატეს ვათამაშებდი და მიმაჩნია რომ ძალიან სწრაფი და შეტევაში აქტიური დაცვის ფლანგელები გვეყოლებოდა.მათ შემცვლელებათ ძამბროტას და ანტონინის გამოვიყენებდი.
გუნდიდან გავუშვებდი:ბონერას,ამბროზინის,გატუზოს,და ფლამინის.ჯამში კი სავარაუდოდ 20 მილიონს ავიგებდი და 80 მილიონით შევუდგებოდი შედარებით ახალგაზრდა ნახევარდაცვის მშენებლობას.
აუცილებლად შევიძენდი ფაბრეგასს და განსოს, რომლის შედეგადაც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარდაცვა მეყოლებოდა.ამ წყვილს 10 მილიონად მონტოლივოსაც დავამატებდი.ნახევარდაცვაში ალბათ მიხვდით რომ, მონტოლივო-ფაბრე-განსოს ტრიოს ვათამაშებდი. მათ პოტენციურ შემცვლელებად ისეთი ფეხბურთელები მოისაზრებიან როგორებიც ზეედორფი,ბოატენგი,ემანუელსონი და ვან ბომელი არიან.
რაც შეეხება წინა ხაზს,ჩემი აზრით იბრა-პატო-კასანოს სამეული შეუდარებელი იქნება.მიმაჩნია რომ კასანო რობინიოზე მეტად იმსახურებს ძირითადში თამაშს რადგან მომენტებსაც უკეთ იყენებს და ბოლო პასის გაკეთებაც უკეთ შეუძლია.მათ შემცვლელებათ რობინიოს,ინძაგის,პალოსკის და ელ შაარვის დავტოვებდი.
სრული შემადგენლობა
მეკარეები: აბიატი,ამელია,რომა
მცველები: სილვა,მექსე,ნესტა,იეპესი,ტაივო,აბატე,ძამბროტა,ოდო,ანტონინი
ნახევარმცველები: ვან ბომელი,ფაბრეგასი,ბოატენგი,განსო,ზეედორფი,ემანუელსონი,მონტოლივო
თავდამსხმელები: იბრა,პატო,რობინიო,ინძაგი,პალოსკი,ელ შაარვი,კასანო