A.C. Milan Football Formation
Lineup (4-3-2-1)
Handanovic · Terry · Thiago Silva · Kolarov · Zuniga · Mascherano · Nocherino · Schweinsteiger · Boateng · Tevez · Ibrahimovic გავყიდე შემდეგი ფეხბურთელები: რომა, ბონერა, იეპესი, მესბა, ძამბროტა, ამბროზინი, სტრასერი, გატუზო, ფლამინი, აკვილანი, ემანუელსონი, ზეედორფი, რობინიო, ინძაგი, პატო და მივიღე 103 500 000 $, ამას პლიუს 60 000 000 ე.ი. სულ მაქვს 163 500 000 $.
პირველ რიგში ვიყიდე ძალიან კარგი და სტაბილური მეკარე ჰანდანოვიჩი(12 000 000$) და გავხადე გუნდის ძირითადი მეკარე, სათადარიგოები აბიატი და ამელია ეყოლება, ამით ჩემი აზრით მეკარეების საკითხი მოგვარებულია, სამივე საკმაოდ მაღალი კლასის მეკარეა.
რაც შეეხება დაცვის ხაზს, გავყიდე ჩემი აზრით აბსოლიტურად უსარგებლო ფეხბურთელები ბონერა , იეპესი,მესბა,ძამბროტა. შევიძინე ჯონ ტერი(24 000 000$), რომელიც 31 წლისაა და 4–5 წელი კიდევ შეუძლია უმაღლეს დონეზე თამაში, რომელიც შეუწყვილდება ტიაგო სილავას და შექმნის ჩემი აზრით მსოფლიოში საუკეთესო დაცვის ცენტრს. სათადარიგოში იქნებიან ნესტა და მექსე, რომლებსაც შეუძლიათ ასევე სრულფასოვნად შეცვალონ ცენტრალური მცველები.
გამომდინარე იქიდან, რომ უკმაყოფილო ვარ მარჯვენა და მარცხენა მცველების თამაშით, ვიყიდე ძუნიგა (5 000 000$) ნაპოლიდან და კოლაროვი (17 000 000$) სიტიდან, ჩემი აზრით ორივეს ძალიან კარგად შეუძლია ფლანგებზე თამაში, დაცვით ფუნქციებსაც კარგად ასრულებენ და შეტევებშიც კარგად ერთვებიან, ასევე კოლაროვი კარგად ასრულებს საჯარიმო დარტყმებსაც. სათადარიგოები იქნებიან აბატე, ანტონინი და დე შილიო.
ნახევარმცველებიდან გავყიდე ამბროზინი, სტრასერი, გატუზო, ფლამინი, აკვილანი, ზეედორფი და ემანუელსონი. შევიძინე მასკერანო (30 000 000$) ბარსელონადან და შვაინშტაიგერი (38 000 000$) ბაიერნიდან, ჩემი აზრით ორივე ძალიან გააძლიერებს მილანის ნახევარდაცვას, მასკერანო საუკეთესო ჩამშლელია და საყრდენი ნახევარმცველის პრობლემას გადაჭრის, სათადარიგო კი ვან ბომელი იქნება, შვაინშტაიგერს კარგად შეუძლია შეტევების ჩაშლა და ასევე კარგად ერთვება შეტევებში, ჩემი აზრით ორივე ფეხბურთელი ნოჩერინოსთან ერთად საკმაოდ გააძლიერებს ნახევარდაცვას, სათადარიგოებში იქნებიან მუნტარი, მერკელი, ვან ბომელი და ვალოტი.
და ბოლოს შეტევის ხაზი, გავყიდე რობინიო, რომელიც ძალიან არასტაბილურია, პატო, რომელსაც სულ ტრავმა აქვს და ინძაგი რომელსაც უკვე არანაირი სარგებლის მოტანა არ შეუძლია. ვიყიდე ტევესი(27 000 000$) და დროგბა (9 500 000$). ძრითადში იქნებიან ტევესი ბოატენგი და იბრა, სათადარიგოები კასანო, ელ შაარავი, დროგბა, მაქსი ლოპესი.
სულ ტრანსფერებში დავხარჯე 162 500 000$, დამრჩა 1000000$ რომელსაც ქველმოქმედებას მოვახმარ:))